პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

0
1062

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განკარგულებას პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ ხელი მოაწერა. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის პირველი პირის განკარგულებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 წინააღმდეგი წავიდა. გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა”.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელმაც, თავის მხრივ, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. ერთადერთი ცვლილება განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ ჯანელიძემ შეცვალა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here