ერდოღანის სკანდალური განცხადება მსოფლიო პრესის განხილვის საგანი გახდა

0
1366

ერდოღანის მიერ “ჰიტლერის გერმანია”-თან დაკავშირებით გაკეთებული სკანდალური განცხადება მსოფლიო მედიის განხილვის საგანი გახდა.

პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიერ, საუდის არაბეთიდან დაბრუნებისას გაკეთებულ განცხადებას, “უნიტარული მოწყობის სახელმწიფოებში საპრეზიდენტო მმართველობა შესანიშნავად ფუნქციონირებს. ამის მაგალითები არსებობს როგორც დღეს, ასევე ისტორიაში. ამაში თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ თუ გადახედავთ მაგალითად, ჰიტლერის გერმანიას.”-მსოფლიო მედია გამოეხმაურა.

Daily Telegraph, “მსოფლიოში პირველად ერდოღანმა, საკონსტიტუციო რეფორმებისთვის ჰიტლერის გერმანია პოზიტიურ მოდელად შეაფასა”-წერს გაზეთი.

Independent და Guardian-ი, “ერდოღანმა ჰიტლერის გერმანიას ეფექტური მართვის მაგალითი უწოდა”.

Time: თურქეთის პრეზიდენტს ადოლფ ჰიტლერზე დამსგავსება სურს.

Telegraph: თურქეთის პრეზიდენტის განაცხადებით, მას სურს, რომ ჰიტლერის მსგავსი ძალაუფლება ჰქონდეს.