გიორგი მღებრიშვილს სამი ახალი მოადგილე ჰყავს

0
743

შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს სამი ახალი მოადგილე ჰყავს. მოადგილეები მღებრიშვილმა დღეს, უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, შსს სამინისტრო და თავად როგორც მინისტრი, განახლებულ გუნდთან ერთად გააგრძელებს და გაამკაცრებს ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ. მისივე განმარტებით, დანაშაულთან ბრძოლა იქნება შეუვალი, შეურიგებელი და ამ გზაზე იქნებიან წარმატებულები.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, კრიმინალთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა, რომელიც მინისტრმა მის პირველ მოადგილედ წარადგინა. “მან საქმიანობა რიგით გამომძიებლად დაიწყო და გაიარა სხვადასხვა კარიერული ეტაპი. მუშაობდა თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთის პოლიციის სამმართველოებში და ბოლოს აჭარაში. სისტემას უდავოდ სჭირდება პრაქტიკოსი, ძლიერი პროფესიონალები და დარწმუნებული ვარ, ბესიკი წარმატებით გაართმევს თავს ყველა ამოცანას”, – განაცხადა მღებრიშილმა.

ამასთან, შს მინისტრმა მის მოადგილედ დავით ვარდიაშვილი დაასახელა, რომელიც გიორგი მღებრიშვილის თქმით, სამინისტროში საფინანსო სამეურნეო მიმართულებას უძელმძღვანელებს. “მე მას უკვე მრავალი წელია ვიცნობ. ის არის საუკეთესო მენეჯერული თვისებებით დაჯილდოებული, წარმატებული ფინანსისტი და იურისტი. არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 18 ტექნიკურ სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მიწევს მასთან ერთად მუშაობა”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება მესამე მოადგილეს, გიორგი მღებრიშვილმა მის კიდევ ერთ მოადგილედ მერაბ მალანია წარადგინა, რომელიც, მინისტრის თქმით, სისტემისთვის ახალი არ არის. “ის ბოლო დრომდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. არის თავისი საქმის პროფესიონალი, ერთგული ადამიანი. მას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ისიც წარმატებით გაართმევს თავს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here