მორიგი ტერაქტი თურქეთში – დაღუპულია 5 ადამიანი

0
746

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მდებარე პოლიციის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია ხუთი ადამიანი. არიან დაშავებულებიც, მათი რიცხვი 30-ს აჭარბებს. დაღუპულთა შორის არის ქალი და ერთი მცირეწლოვანიც. ამ დროისთვის მიმდინარეობს მსხვერპლთა რაოდენობის დაზუსტება.
გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ავტომობილში იყო მოთავსებული. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზიანდა ახლოს მდებარე შენობები.
ეს თურქეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მეორე თავდასხმა იყო. 12 იანვარს სტამბოლის ცენტრში, სულთანაჰმედის მოედანზე თავდასხმას ათი ადამიანი შეეწირა, მათ შორის უცხოელი ტურისტები.

თურქეთის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, აფეთქება ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here