თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

0
796

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა. კრწანისის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ლომინაძის, ჟორდანიას, თელეთის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს (515 აბონენტს).

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, შევჩენკოს, გრიბოედოვის, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის და ჟვანიას ქუჩების მცხოვრებლებს (318 აბონენტს).

ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს (663 აბონენტს).

საბურთალოს რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს (468 აბონენტს).

შეზღუდვა ასევე შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრის და დიდი დიღმის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს (18 აბონენტს).

ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, მხარგრძელის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის და ბოლქვაძის ქუჩების მცხოვრებლებს (16 აბონენტს).

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, ანდრონიკაშვილის, რიონის, ულიანოვის და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს (413 აბონენტს).

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here