პრემიერი მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე – ეს აუცილებლად გასაკეთებელია და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება

0
900

საქარველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების საქართველოში შემოყვანისა და რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ, აუცილებლად განხორციელდება,- ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, შესაბამის კანონპროექტეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს ემსახურება, რადგან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოძრაობის მხრივ, დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა.
„ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება, ვფიქრობ, რომ ეს ემსახურება უპირველეს ყოვლისა, თბილისის მაცხოვრებელთა ინტერესებს, რადგან თბილისში არის საშინელი მდგომარეობა, გადატვირთულია მოძრაობა და ეს სიტუაცია ასე თუ გაგრძელდა, გვექნება სულ უარესი და უარესი მდგომარეობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, საქართველოში არსებული უკვე შემოტანილი არცერთი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანის მფლობელობას ან მათ გადაფორმებას საფრთხე არ ემუქრება.
„კანონპროექტში, რომელშიც საუბარი იყო მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ახალი პარტიების შემოტანაზე და რეგისტრაციის აკრძალვაზე ატყდა ათასგვარი სპეკულაცია. პირველ რიგში, მინდა გავაკეთო განმარტება, რომ საქართველოში არსებულ უკვე შემოტანილი არცერთი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანის მფლობელობას ან მათ გადაფორმებას, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ, არავინ ამ ადამიანების საკუთრებას არ ეხება. ანუ მათ, ვისაც უკვე ჰყავთ შეძენილი, შეუძლიათ რამდენჯერაც ნებავთ იმდენჯერ გაასხვისონ, გადააფრომონ და ა.შ.
საუბარი იყო ახალი პარტიების შემოტანის ვადებში შეზღუდვაზე, იყო გარკვეული ვადები მოცემული“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა უსაფრთხოების ნაწილში, შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვა, წარმოადგინოს ის სტატისტიკა, რომელიც დღეისთვის რეალურია და არსებობს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here