პრემიერ-მინისტრი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შს მინისტრსა და პოლიციელებს მხარდაჭერას უცხადებს

0
804

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს.
პრემიერი გამოეხმაურა დანაშაულთან ბრძოლის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას და მღებრიშვილს აღნიშნულ საქმეში მხარდაჭერა გამოუცხადა.
„გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება დანაშაულთან ბრძოლის შესახებ და იყო ნათქვამი, რომ არანაირი თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული არც თანამდებობის პირიდან არც მათთან დაახლოებული ადამიანიდან. მე მინდა, ჩემი მხრიდან, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო გიორგი მღებრიშვილს და ყველა პოლიციელს, მინისტრთან ერთად, რომელიც სამართლიანად იმოქმედებს დანაშაულის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here