ჩომსკი: ერდოღანი “ისლამურ სახელმწიფოს” სხვადასხვა გზებით მხარს უჭერს

0
902

ამერიკელი მოაზროვნის ნოამ ჩომსკის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტერორისტული დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” (ISIS) მხარდამჭერია. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში კომენდანტის საათის გამოცხადებისა და კონფლიქტების შედეგად, შექმნილი ვითარების გასაპროტესტებლად 1128 მეცნიერმა ხელმოწერების კამპანია დაიწყო, ერდოღანმა კი აკადემიკოსები მკაცრად გააკრიტიკა. განცხადებას რომელსაც ნოამ ჩომსკისთან ერთად სხვა უცხოელმა მეცნიერებმაც ხელი მოაწერეს, ერდოღანმა ისინი თურქეთში მიიპატიჟა, “მათ თურქეთში ვეპატიჟბი, ჩვენ მზად ვართ, ვუთხრათ, აქ რაც ხდება.”-განაცხადა მან.

ცნობილმა ფილოსოფოსმა ჩომსკიმ, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თურქეთში მიპატიჟებას გამოეხმაურა.

ირანის გავლენიან საინფორმაციო სააგენტო İSNA-სთან გაკეთებულ განცხადებაში ჩომსკი: “ერდოღანი დაუცველობის პასუხისმგებლობას ISIS-ს აკისრებს. თუმცა, სხვადასხვა გზებით ამ ორგანიზაციას მხარს უჭერს. ამავდროულად Cephetu’n-Nusra-საც მხარს უჭერს რომელიც ISIS-სგან არაფრით განსხვავდება.”

ჩომსკი, ერდოღანის მიერ აკადემიკოსების კრიტიკასაც გამოეხმაურა, “ადამიანებს რომლებსაც თავს ესხმის, ერდოღანის მიერ ქურთების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს აპროტესტებდენ. ქურთები, სირიასა და ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვან ძალად ითვლებიან. თავდაპირველად ამ სიტუაციის განმარტება არ არის საჭირო?”

İSNA ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩომსკის განცხადებები თურქეთში აკადემიკოსების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების დასრულებისკენ მოწოდებისთვის, მოკვლითა და დაპატიმრებით მუქარის პერიოდს დაემთხვა.

ამავდროულად, ქვეყნის ზოგიერთ პროვინციებში, განცხადებაზე ხელმომწერი აკადემიკოსების დაპატიმრება დაიწყეს. მმართველ გუნდთან სიახლოვით ცნობილი კანონიერი ქურდი სედათ ერგუნის მიერ აკადემიკოსების მიმართ “თქვენი სისხლი უნდა დავღვაროთ და ამ სისხლით უნდა ვიბანაოთ” ფორმით გაკეთებული წერილობითი განცხადების მმართველი გუნდის მხრიდან მხარდაჭერამ ოპოზიციურ წრეებში მკაცრი რეაქცია გამოიწვია.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here