ტუნისში კომენდანტის საათი გამოცხადდა

0
855

“ალ-ჯაზირას” ცნობით, ტუნისის ქალაქ კასერინში მოსახლეობა დასაქმების მოთხოვნით გამოვიდა. მოგვიანებით დემონსტრაციები შეტაკებებში გადაიზარდა.
ტუნისის პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა 23 ადამიანი, მათგან სამი სამართალდამცველია. მომხდარის შემდეგ ქალაქის მთავრობამ კომენდანტის საათი გამოაცხადა.

მასობრივი გამოსვლები რამდენიმე დღის წინ უმუშევარი მამაკაცის თვითმკვლელობას მოჰყვა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here