მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტეს შორის მყოფმა ლუვენის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა, ამავე უნივერსიტეტში მოქმედ ფეთჰულაჰ გიულენის კათედრასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება 5 წლით გააგრძელა.ლუვენის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა კულტურათაშორისი დიალოგის პლატფორმასთან(İDP) რომლის საპატიო თავმჯდომარეც ფეთჰულაჰ გიულენია, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.გიულენისკათედრა2010 წელს დაარსდა და მასთან ურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმი მეორეჯერ 5 წლის ვადით იქნა გაფორმებული.
მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული და უძველეს უნივერსიტეტებს შორის მყოფი ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი რომელშიც ფეთჰულაჰ გიულენის კათედრა დაარსდა, 2010 წლიდან დღემდე კულტურათშორისი თანადგომის, სოციალური ერთიანობის და თანაცხოვრების დარგებში, ევროპაში მუსულმანებისსოციალური ურთიერთობების შესახებ კვლევებს ატარებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა რომელსაც კულტურათაშორისი დიალოგის პლატფორმის თავმჯდომარის რამაზან გუველის და გიულენის კათედრის პრეზიდენტის ემანუელ ჯერარდისთან ერთად უნივერსიტეტის რექტორმა ასოც.პროფ. რიკ ტორფმა მოაწერეს ხელი. ცერემონიის შემდეგ რიკ ტორფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ პერიოდში სადაც ისეთი აზრია დამკვიდრებული თითქოს ყველა ბოროტების წყარო რელიგიაა, ასეთი მემორანდუმის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია.
ტორფმა, “მადლობელი ვარ, რომ აქ ხართ და ჩვენს მიმართ ნდობას განვაახლებთ. ერთად მუშაობით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მიმდინარე შავ-ბნელი მოვლენების მიუხედავად, ამ ყველაფერზე წინააღმდეგობის გაწევით შევძლებთ ისეთ მსოფლიოში ცხოვრებას სადაც მშვიდობა და რწმენაზე მომსახურება შესაძლებელი იქნება.”-განაცხადა მან.