ზაზა ფაჩულიას NBA ALL-STAR-ში სათამაშოდ 14 228 ხმა დააკლდა

0
1011

ზაზა ფაჩულია NBA All Star-ში ვერ ითამაშებს. ხმის მიცემის საბოლოო შედეგები  NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საბოლოო შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულიამ 768 112 ხმის დაგროვება შეძლო რაც მას სამეულში მოსახვედრად არ ეყო და მეოთხე ადგილზე გავიდა. ფაჩულიას სამეულში მოსახვედრად 14 228 ხმა დააკლდა.

პირველ ადგილზე 1 891 614 ხმით Kobe Bryant, მეორე ადგილზე 980 787 ხმით Kevin Durant ხოლო მესამე ადგილზე 782 339 ხმით Kawhi Leonard გავიდა.

შუალედური შედეგების მიხედვით რომელიც 14 იანვარს გამოქვეყნდა  ფაჩულია 299 584 ხმით გამოკითხვაში მე-8-ე ადგილს იკავებდა.

NBA All Star 14 თებერვალს კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here