სომალის დედაქალაქ მოგადიშოში რესტორნებზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსსხვერპლა. ამის შესახებ “როიტერი” სომალის შინაგან სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმები რამდენიმე რესტორანზე გუშინ საღამოს განხორციელდა. შეიარაღებულმა პირებმა ჯერ ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში გაააქტიურეს, შემდეგ კი რამდენიმე კაფესა და რესტორანში სტუმრებს ცეცხლი გაუხსნეს. პასუხისმგებლობა მომხდარზე ისლამისტურმა დაჯგუფება “ალ-შაბააბმა” აიღო.