აშშ-ში სტიქიის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა

0
855

აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლა პარალიზებულია. გადაიდო ასობით ავიარეისი. ვაშინგტონში მდებარე სამთავრობო შენობები და სკოლების ნაწილი კი დროებით დაიხურა. პარასკევის შემდეგ ქარბუქის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. უამინდობის გამო 300 000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მილიონობით ადამიანი სახლების სახურავებს და ქუჩებს თოვლისგან წმენდს. რამდენიმე შტატში თოვლის საფარმა 91 სანტიმეტრს მიაღწია.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here