პრემიერ-მინისტრი: საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია

0
1156

სპეცუბნებს ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია,- ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
“დასაწყისშივე მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, რომლის შესახებაც თქვენ იცით, საარჩევნო გარემოს კუთხით. დამატებით, ბოლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილება გახლავთ ასევე, დამატებით ის, რომ სპეცუბნებს, როგორც ასეთს, ჩვენ ვაუქმებთ და ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური უკვე მიღებულია და მთავრობის დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე ატვირთულია. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენი წინადადებები მოვისმინოთ, ვიმსჯელოთ ერთად, განვიხილოთ ის არგუმენტები, რომლებიც თქვენ გაქვთ და მოვისმინოთ ასევე ჩვენი არგუმენტები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია”, – განაცხადა პრემიერმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here