ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის დასტაბილურებას უახლოეს მომავალში ვარაუდობს

0
1045

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას ვარაუდობს. ქადაგიძემ ამის შესახებ განცხადება დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ქადაგიძის თქმით, ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე გაუჩნდათ.
„2015 წლისგან განსხვავებით, დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსის 2 და 4 კორიდორში იმპორტი უკვე იმ რაოდენობით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები არის დაბალანსებული“, – განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ასევე, არსებობს მეორე ფაქტორი – ფულის მასა, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდეს.
„ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს. შესაბამისად, არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. ამიტომ, ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს“, – განაცხადა ქადაგიძემ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here