ირანის პრეზიდენტმა იტალიაში 17 მლრდ დოლარის კონტრაქტები გააფორმა

0
907

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ იტალიაში ვიზიტის დროს თითქმის 17 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმებები გააფორმა.
“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, იტალიურ კომპანიებთან კონტრაქტები ძირითადად ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში გაფორმდა. იტალიაში ვიზიტის დროს რუჰანი იტალიის პრემიერმინისტრ მატეო რენცის შეხვდა. დღეს კი დაგეგმილია რომის პაპთან შეხვედრა.
ირანის პრეზიდენტი ევროპაში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება მას შემდეგ, რაც დასავლეთმა თეირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპული ტურნეს ფარგლებში, ჰასან რუჰანი პარიზშიც გაემგზავრება, სადაც იგეგმება კიდევ ერთი მასშტაბური შეთანხმების გაფორმება კომპანია Airbus-თან. შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული კომპანიისგან ირანი 100-ზე მეტ თვითმფრინავს შეიძენს.
ირანის დელეგაცია 120 ადამიანისგან შედგება. მათ შორის არიან როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენებიც. ირანული დელეგაციის ვიზიტის მიზანს ევროპასთან კავშირების აღდგენა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სანქციების გაუქმების შემდეგ, გასულ კვირას ირანმა ჩინეთთან 600 მილიარდი დოლარის ოდენობის 17 შეთანხმება გააფორმა, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here