ნოდარ ებანოიძე – დოლართან მიმართებაში ლარის კურსი დასტაბილურდება

0
839

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნოდარ ებანოიძის შეფასებით, ლარმა მთავარი დარტყმა უკვე მიიღო და დოლართან მიმართებაში ლარის კურსი დასტაბილურდება.
“მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები. ჩვენ მთავარი დარტყმები გასულ პერიოდში გავიარეთ. მილიარდ 200 მილიონიანი დანაკარგი იყო, რაც კურსზე აისახა. ვფიქრობ, რომ ეს გავლენა უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის და კურსი უახლოეს ხანში უნდა წავიდეს ისევ სტაბილიზაციისკენ, რადგან არანაირი ფაქტორები აღარ არსებობს. იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც არსებობდა, გარკეული ნაბიჯები გადადგმულია. შეუძლებელია საგარეო ფაქტორებს გავლენა არ მოეხდინა, თუმცა მაინც ვხედავ, რომ მოლოდინებმა უარყოფითი როლი ითამაშა და ეს მოლოდინები უნდა გაქრეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ებანოიძემ.
დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთად მუშაობს და “შოკი დაიძლევა”.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here