თბილისში, სამგორისა და ისნის რაიონების გარკვეულ ქუჩებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნული მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა. სამგორის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქნავთობის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს. ისნის რაიონში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, სახალხოს, ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, ჩოლოყაშვილის, დოდაშვილის და ჩარხის ქუჩების მცხოვრებლებს. “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.