პრემიერ-მინისტრი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

0
871

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.
“მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა და მსგავსი საკითხები განხილვის საგანი აღარ უნდა გახდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლებას ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს, ნატო-ს ვარშავის სამიტსა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე გაიმართება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here