მოსკოვში სამკერვალო ფაბრიკაში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა

0
911

მოსკოვში სამკერვალო ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
რუსეთის ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელის პაველ ასტახოვის თქმით, დაღუპულთაგან ერთი ჩვილიცაა. ხანძარი სამკერვალო ფაბრიკაში შაბათს საღამოს გაჩნდა.
როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად დაღუპულები აზიელი მიგრანტები არიან, რომლებიც მოსკოვში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები და ღამეს ფაბრიკაში ათენებდნენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here