ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

0
747

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2016 წელს რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი სიახლეა, კერძოდ, რეგისტრაცია წელს სამ ეტაპად ჩატარდება.

მისი  განმარტებით, რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 9 თებერვალს, 10 საათზე დაიწყება და 15 მარტს, 18  საათამდე გაგრძელება, მის ფარგლებში კი აბიტურენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.

“შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1-ელ ივნისამდე შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ გნხორციელდება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა, თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here