პრემიერ-მინისტრი გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა

0
1062

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს კრიზისების საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა კრიზისების საკითხებში სერ გარი ჯონსონმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების თემები და კრიზისების ეფექტური მართვის საკითხები განიხლეს. პრემიერმა ბრიტანელ გენერალს მადლობა გადაუხადა საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრის ჩამოყალიბებასა და ამოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის.

ხაზი გაესვა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სიტუაციური ოთახის მნიშვნელობას, რომელიც დღეს იხსნება. გამოითქვა იმედი, რომ სიტუაციური ოთახის ამოქმედების შემდეგ, კრიზისულ სიტუაციებში უწყებების კოორდინაცია და კრიზისული ვითარების მართვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

საუბარი შეეხო დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი დაესწრო.

გენერალი სერ გარი ჯონსონი 1990-იან წლებში ევროპაში მოკავშირეთა ჯარებს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი მოღვაწეობდა ბალტიის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here