აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე პატრულ-ინსპექტორის მიერ ჩატარებულ ინტერაქტიულ გაკვეთილს დაესწრო

0
913

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე პატრულ-ინსპექტორის მიერ ჩატარებულ ინტერაქტიულ გაკვეთილს დაესწრო.
შსს-ს ინფორმაციით, სამინიტროს პროგრამის “ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება” ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლში, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები თბილისის 84-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. სტუმრები უმცროსკლასელებთან ჩატარებულ გაკვეთილს დაესწრნენ, რომელსაც სპეციალურად გადამზადებული პატრულ-ინსპექტორი უძღვებოდა.

თეორიული სწავლების შემდეგ მოსწავლეებისთვის პრაქტიკული მეცადინეობაც ჩატარდა. უმცროსკლასელებმა საგზაო უსაფრთხოების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ბავშვებს საპატრულო პოლიციის მანქანა პირადად დაათვალიერებინა.

პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტრო, “საზოგადოების ჩართულობის და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის” (GE CALL-ს)
ფარგლებში, INL-ის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-თან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, რაც მოზარდებში არამართლზომიერი ქმედების პრევენციას და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here