კომპანია “თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს, ელექტომომარაგება შეეზღუდება.
კრწანისის რაიონი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გელოვანის გამზირის, ბუდაპეშტის, კანდელაკის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის, იოსებიძის, ცაგერის, შარტავას და დები იშხნელების ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.