„მაესტროს“ ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

0
755

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები ითხოვენ, სასამართლო დავის დასრულებამდე, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება ბაია გადაბაძემ შეასრულოს. ამის შესახებ ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„კიდევ ერთხელ, “მაესტროზე” არსებული ყველა ტელეპროექტის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას.

სასამართლო დავის დასრულებამდე, ვითხოვთ, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეასრულოს ბაია გადაბაძემ.
ვადასტურებთ, რომ ბაია გადაბაძეს აქვს სრული ლეგიტიმაცია, ისაუბროს “მაესტროს” გუნდის სახელით.

ასევე, ვიტოვებთ იმედს, რომ მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის არხის შეუფერხებლად მუშაობას და მოგვეცემა შესაძლებლობა, შევასრულოთ პროფესიული მოვალეობა”, – ნათქვამია განცხადებაში.“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ გადაცემების: “კონტაქტი”, “მაესტროს ფაქტორი”, “ბიზნესკონტაქტი”, “საქმიანი დილა” და “ერთი წუთი მაესტროზე” ჟურნალისტები.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here