SAMSUNG-ის პროდუქციის გაყალბების ფაქტი გამოვლინდა

0
793

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა SAMSUNG-ის ფირმის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, შპს „მანგის“ ხელმძღვანელი ლევან გამჯაშვილი სისხლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ე.წ. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში დაბალხარისხიან გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაციიას ახდენდა, რომელსაც კანონსაწინააღმდეგოდ აკრავდა SAMSUNG-ის სასაქონლო მარკას.

კონკრეტულად, 2016 წლის 9 თებერვალს, ლევან გამჯაშვილმა განახორციელა SAMSUNG- ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, დიდი ოდენობით გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაცია, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მომხმარებლის უფლებები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს 2 წლამდე პატიმრობას.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here