ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4816 ლარი გახდა

0
974
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4816 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4816 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4858 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან, ერთი ევროს შეძენა 2.7920 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.7858 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here