თბილისის ნაწილს დღეს ელექტომომარაგება შეეზღუდება

0
911

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს, ელექტომომარაგება შეეზღუდება. კრწანისის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, თუმანიანის, ბეთლემის, გორგასლის, ორპირის, სამღებროს, საადის და აჯიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს (219 აბონენტი).

ავარიის პრევენციის მიზნით 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, მელქაძის და ნადიკვარის ქუჩების მცხოვრებლებს (299 აბონენტი).

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაპანაძის, ნორიოს, მამარდაშვილის, მიჩურინის, ფარავნის და ართვინის ქუჩების მცხოვრებლებს (300 აბონენტი).

საბურთალოს რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 12:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მცხოვრებლებს (362 აბონენტი).

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს (564 აბონენტი).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here