თბილისში ჩამოსული ვენეციის კომისიის წევრები ხელისუფლებას, ოპოზიციას და NGO-ებს შეხვდებიან

0
798

საქართველოს პარლამენტის მოწვევით თბილისში ვენეციის კომისიის წევრები იმყოფებიან, რომლებიც სამუშაო შეხვედრებს დილიდან მართავენ. კომისიის წევრები ცესკოს თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და არასამთავრობო სექტორის წევრებს შეხვდებიან.

პარლამენტის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის ექსპერტების საქართველოში ვიზიტის მიზანი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე საექსპერტო დასკვნის მომზადებაა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here