კახა კალაძე ირანში გაემგზავრა

0
661
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული და ირანული მხარეები, ამ ეტაპზე სწავლობენ საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას. ასევე, განხილული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

კალაძე ირანში შეხვედრებს გამართავს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ვიცე-პრეზიდენტთან.
მისივე თქმით, საუბარი საქართველოს მიერ ირანიდან ბუნებრივი აირის მიღების საკითხს შეეხება, რაც კალაძის თქმით, 2 გზით  – ერთი აზერბაიჯანის, ხოლო მეორე – სომხეთის გავლითაა შესაძლებელი.

”ასევე ძალიან საინტერესოა ფასი ბუნებრივ აირზე რა იქნება, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება იმ ფასებისა, რაც დღეს საქართველოში გვაქვს”, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ირანის მხარე საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით გამოთქვამს მზადყოფნას, თუმცა, კონკრეტიკაზე ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here