გაზეთი The Independent-ი თურქეთის პრეზიდენტისა და მისი შვილის საუბარის სკანდალურ ჩანაწერს ინგლისურ ენაზე ავრცელებს (ვიდეო)

0
822

ინგლისის გაზეთი Independent-ი თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანისა და მისი შვილის, ბილალ ერდოღანს შორის ′ფულის გადამალვასთან′ დაკავშირებით გამართულ სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ავრცელებს.

ინგლისის გაზეთმა The Independent-მა, 17-25 დეკემბრის კორუფციული სპეცოპრეაციის შემდეგ გავრცელებულ ერდოღანსა და მის შვილს შორის ′ფულის გადამალვასთან′ დაკავშირებით სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.

იტალიაში თურქეთის პრეზიდენტის ვაჟის, ბილალ ერდოღანის წინააღმდეგ ‘ფულის გათეთრებასთან’ დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო- ნათქვამია სტატიაში. გაზეთმა ასევე, ბილალ ერდოღანსა და მაშინდელ პრემიერ-მინისტრს (დღევანდელ პრეზიდენტს) რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის 17 დეკემბრს დილით განხორციელებული სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ინგლისურ ენაზე გახმოვანებული ვერსია გამოაქვეყნა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბილალ ერდოღანი იტალიაში ოჯახთან ერთად გასული წლის სექტემბერში, 2007 წელს დაწყებული დოქრანტურის სწავლის გასაგრძელებლად ჩავიდა. თურქი მეწარმისა და ოპოზიციონერის ჯემ უზანის ძმის მურათ ჰაქან უზანის “ბილალ ერდოღანმა დიდი რაოდენობით ფული შემოიტანა” საჩივრის საფუძველზე ბილალ ერდოღანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, სავარაუდოდ  2013 წლის კორუფციულ სკანდალთან კავშირშია.-წერს გაზეთი.

გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, “ერდოღანის განცხადებით ეს ჩანაწერები ყალბია, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი საპირირპიროს ამტკიცებს. ერდოღანმა მომხდარი ინციდენტი სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა და უამრავი პოლიციელი, პროკურორი და მოსამართლე ბრალდებების საპასუხოდ სამსახურიდან გაათავისუფლა.”-აღნიშნულია გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში.

საჩივარი უზანის ადვოკატის მასიმილიანო ანეტას მიერ იქნა შეტანილი, სადაც აღნიშნულია, რომ 17-25 დეკემბრის კორუფციული გამოძიებისას სავარაუდოდ 1 მილიარდი ევრო დაიკარგა.

სტატიაში ასევე ადგილი დაეთმო, “Twitter”-ის საშუალებით ფუათ ავნის სახელით გავრცელებულ მესიჯებსაც სადაც ნათქვამია, რომ ბილალ ერდოღანი დიდი რაოდენიბით ფულთან ერთად იტალიაში გაიქცა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here