საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს შეხვდა

0
831

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაცის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო საუზმეზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის”, როგორც სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაციისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და სერგეი სტანიშევს ევროპის სოციალისტური პარტიის წევრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის შეფასებით, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის განმავლობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც თანამშრომლობის გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება.
საუბარი საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო.
შეხვედრას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრო.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here