სახალხო დამცველის აპარატი გატაცებული სამირა ბაირამოვას საკითხს სწავლობს

0
1089

ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას საკითხს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

როგორც ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს არ გააჩნია, თუმცა, როგორც ნანუაშვილი ამბობს, ამ ფაქტით დაინტერესებული არიან.

„არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, ვსწავლობთ ამ საკითხს, დაინტერესებული ვართ ამ ფაქტით, თუმცა, დეტალები ჯერჯერობით ჩვენთვისაც არ არის ცნობილი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

17 წლის გოგონას უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.