შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

0
934

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა.

სამართალდამრღვევი გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. ასევე, დაანგარიშებული იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელმაც 7700 ლარი შეადგინა.

პანამის დროშით მცურავმა გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაფარვის შემდეგ დატოვა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here