თურქეთში ქველმოქმედი ბიზნესმენები დააკავეს

0
867

თურქეთის უმსხვილესი კომპანიის ″Boydak″ ჰოლდინგის მმართველები საქველმოქმედო ორგანიზაციებზე შემოწირულობის გაკეთების გამო დააპატიმრეს. ქვეყნის ყველაზე მეტი გადასახადის გადამხდელი ჰოლდინგის სამეთვალყურეო საგჭოს თავმჯდომარე ჰაჯი ბოიდაქი და ჯგუფის გენერალური დირექტორი მემდუჰ ბოიდაქი დააკავეს საბჭოს ორი წევრი კი გაათავისუფლეს.

სასამართლომ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე დახმარება ″ტერორიზმის მხარდაჭერად″ შეაფასა და ბიზნესმენებს პატიმრობა შეუფარდა. ჰაჯი ბოიდაქი და მემდუჰ ბოიდაქი ციხეში გადაყვანისას სასამართლოს გარეთ მოყფმა მათმა ნათესავბმა და კომპანიის თანამშრომლებმა ისინი ტაშით გააცილეს.

″Boydak″ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და დაკავებული ჰაჯი და მემდუჰ ბოიდაქების ძმამ მუსტაფა ბოიდაქმა, მედიისთვის მიკლე განცხადება გააკეთა. მუსტაფა ბოიდაქმა სასამართლოს გარეთ მყოფ ნათესავებსა და კომპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

″ორი დღეა ჩვენი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 4 წევრი დაკავებული ჰყავდათ. ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სამართლებრივ პროცედურებს ვაკვირდებოდით. დაკავებული ჩემი ძმების მიმართ ბრალდებები არსებობს, ჩვენი სურვილი იყო, რომ სასამართლო წინასწარი პატიმრობის გარეშე გაგრძელებულიყო. თურქეთის მართლმსაჯულების გვჯერა, ვფიქრობთ წარსულში გაკეთებული საქველმოქმედო საქმიანობის გამო დააპატიმრეს. ღემრთის წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდება. კანონის ფარგლებში რისი გაკეთებაც შეგვეძლება, ყველა გზას მიმვმართავთ.″-განაცხადა მან.

″Boydak″ ჰოლდინგს 14 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ბოლო 15 წლის განმავლობაში თავის კატეგორიაში გადასახადის გადამხდელთა შორის რეკორდი აქვს დამყარებული. ″Boydak″ ჰოლდინგი ერთად ერთი ორგანიზაციაა რომელსაც 180 ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილის გამო სახელმწიფო ჯილდო აქვს აღებული.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here