დავით სერგეენკო – C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაგრძელდება იმდენი წელიწადი, ვიდრე ბოლო პაციენტი არ მიიღებს მკურნალობას

0
1197

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაგრძელდება იმდენი წელიწადი, ვიდრე ბოლო პაციენტი არ მიიღებს შესაბამის მკურნალობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პროექტი გასული წლის აპრილში დაიწყო და პირველ ეტაპზე მოიაზრებოდა 5 000 ყველაზე მძიმე პაციენტის მკურნალობა, ხოლო შემდგომ წელიწადში 20 000 პაციენტის მკურნალობა. სერგეენკოს მტკიცებით, ეს ასეც მოხდა, წყვეტა არ ყოფილა და დღემდე, პირველ წელიწადს 5 000-ის ნაცვლად 7 000-ზე მეტი პაციენტი არის ჩართული მკურნალობაში.

სერგეენკოს თქმით, მკურნალობის მეორე ეტაპი, ფაქტობრივად, ავტომატურად დაიწყო და გეგმის ფარგლებში გაგრძელდება.
“რაც შეეხება კრიტერიუმებს, გეტყვით, რომ იქნება ორი კრიტერიუმი, ეს არის, პირველი – ჯანმრთელობის მდგომარეობა და მეორე – დამატებითი რისკები. მე ძალიან მიხარია, რომ აწ უკვე ყოფილი პაციენტები მხარში გვიდგანან ამ პროგრამის განხორციელებაში. წელს ორი მნიშვნელოვანი განსხვავება და სიახლე იქნება, ეს არის მედიკამენტი “სოვალდის” ნაცვლად იქნება უფრო ძლიერი მედიკამენტი “ჰარვონი”, რომელსაც აქვს მეტი წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი და უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენები. რაც შეეხება მეორე სიახლეს, სულ ცოტა ხანში გაიხსნება ახალი სოციალური მომსახურების ცენტრი, რომელიც შესაძლებობას მოგვცემს ბევრად მეტი პაციენტი ჩაერთოს ერთობლივად მკურნალობაში, ვიდრე აქამდე იყო, რომ გავიდეთ იმ სიმძლავრეზე, რაც წელიწადში 20 000 პაციენტის მკურნალობას ნიშნავს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკო და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ, უკვე ყოფილ და მომავალ პაციენტებს შეხვდნენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here