ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას ბირთვული თავდასხმით ემუქრება

0
884

ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას ბირთვული თავდასხმით ემუქრება. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტმა განაცხადა.
ფხენიანის მუქარის მიზეზი აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნა გახდა, რომელიც დღეს იწყება. როგორც ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ვაშინგტონისა და სეულის ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული. აღსანიშნავია, რომ ერთობლივ სწავლებაში 300 000 სამხრეთკორეელი და 15 000 ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
ფხენიანი ბირთვული თავდასხმის მუქარით ამ დრომდეც არაერთხელ გამოსულა. ამას გარდა, იგი პერიოდულად რაკეტებს უშვებს, რის მიზანსაც დასავლეთის მოსაზრებით, ბირთვული იარაღის გამოცდა წარმოადგენს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here