WAN-IFRA-ს წერილი ერდოღანს: გაზეთი ″ზამანი″ მესაკუთრეებს უკან დაუბრუნეთ

0
822

გაზეთებისა და ახალი ამბების მსოფლიო ასოციაციამ (WAN-IFRA), გაზეთ ″ზამანის″ დაყოვნებლივ ყოფილ მფლობელებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

WAN-IFRA-ს ორგანიზაცია რომელშიც 120 ქვეყანის 18 ათასი გაზეთი და ტელევიზია, 15 ათასი საინფორმაციო საიტი და 3 ათასი მედია კომპანიაა გაერთიანებული, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს წერილი მისწერა. WAN-IFRA პრეზიდენტის ტომას ბრუნეგარდის და რედაქტორთა მსოფლიო ფორუმის პრეზიდენტის მარსელო რეჩის მიერ ერდოღანისთვის გაგზავნილ ღია წერილში ნათქვამია, რომ თურქეთის მთავრობამ გაზეთ ″ზამანის″ დარბევით საერთაშორისო კონვენციები დაარღვია.

″გვინდა შეგახსენოთ, რომ გაზეთ ″ზამანის″ პოლიტიკური მიზნებისთვის უკანონოდ ჩაბარება რამდენიმე საერთაშორისო კონვენციებთან ერთად ადამიანის უფლებათა კონვენციის დეკლარაციით გარანტირებული, აზრის გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა. უნივერსალურ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-19 მუხლში: ′ყველას აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს. ამ უფლების გათვალისწინებით ხელი არ უნდა ეშლებოდეს, ქვეყნის საზღვრების მიუხედავად, ინფორმაციის ნებისმიერი გზით მოძიების, მიღებისა და გავრცელების უფლება აქვს.′ მოგიწოდებთ, რომ გაზეთი ″ზამანი″ დაყოვნებლივ ყოფილ მფლობელებს დაუბრუნდეს და გაზეთის მმართველობამ სარედაქციო პოლიტიკის ჟურნალისტების მხრიდან განსაზღვრას პატივი სცეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ თქვენმა მთავრობამ აზრის გამოხატვის თავისუფლების მხვრივ ყველა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს.″- ნათქვამია წერილში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here