ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდეს

0
856

არ გამოვრიცხავთ, რომ მიმდინარე წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმი მოიხსნას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე ცდილობს, მოაგვაროს რუსეთთან ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ამ ეტაპზე, შესაძლებელია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოთაშორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.

„სავიზო რეჟიმი მართლაც მნიშვნელოვნად გამარტივდა, ბოლო ორი თვეა, მოქმედებს საკმაოდ შეცვლილი, გამარტივებული სავიზო რეჟიმი. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ წელს, შეიძლება საერთოდ მოიხსნას ეს სავიზო რეჟიმი. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, საგარეო უწყებამაც გააკეთა შესაბამისი კომენტარი. შევხედოთ, ეს სავიზო რეჟიმი როგორ მუშაობს და რამდენად მოუხსნა პრობლემები რუსეთის მიმართულებით გადაადგილების დროს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით სიახლე არ არის. აბაშიძის ინფორმაციით, 16 მარტს პრაღაში გაიმართება შეხვედრა გრიგორი კარასინთან.

„პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ არის. 16 მარტს გვექნება შეხვედრა პრაღაში. გვექნება საუბარი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, გავივლით, ვნახავთ, როგორ მუშაობს ეს სავიზო რეჟიმი, არის თუ არა რაიმე პრობლემები, ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი ამ თვალსაზრისით, შევეცდებით, რომ მოვაგვაროთ.

ისე, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ვისაუბრბეთ იქ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო კავშირებზე, ჰუმანიტარულ გარკვეულ პრობლემებს ვაგვარებთ ამ თვალსაზრისითაც. იმედი მაქვს, რომ ჩვენ რაღაც შედეგით ჩამოვალთ“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here