თუ კიდევ არსებობს ეჭვი, თუ რატომ დაარბია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლებამ გაზეთი “Zaman”(ზამან)-ის რედაქცია გასულ კვირას, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სარედაქციო უფლებამოსილების ჩამორთმევის შედეგად 48 საათის განმავლობაში პრო-ერდოღანული პროპაგანდული გაზეთი გამოიცა.
გაზეთი “ზამანი”, თურქეთის ერთ-ერთი ყოველდღიური გამოცემით უმსხვილესი, ქვეყნის რამოდენიმე ოპოზიციური მედია საშუალებებიდან ერთ-ერთია, რომლის შეკრებილი გულშემატკივრები პარასკევს ლოზუნგით “თავისუფალი პრესა ვერ გაჩუმდება” ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით პოლიციამ დაშალა, ისე როგორც ეს სხვა რედაქციებისა და ოფისების დარბევის დროს გააკეთა. პოლიცია მოქმედებდა ქალაქ სტამბოლის სასამართლოს დადგენილებით, რომელიც ახსნა-განმარტების გარეშე, ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებულმა მეთვალყურეობის საბჭო დაამტკიცა.
“სანამ ეს გადატრიალება დასრულდებოდა, ჟურნალისტებმა მოასწრეს შაბათი დღის გაზეთის გამოშვება სათაურით “კონსტიტუცია შეჩერებულია”, გაზეთის რის შედეგადაც რედაქტორი დაითხოვეს სამსახურიდან და მიმდინარეობს გაზეთის მთელი ონლაინ არქივის განადგურება”, იუწყება ახალი ამბები.
გაზეთ “ზამან”-ზე თავდასხმა არ არის გასაკვირი, გაზეთი ასოცირდება ფეთჰულაჰ გიულენთან, მუსულმანთა სასულიერო პირი, რომელიც ცხოვრობს დევნილობაში პენსილვანიაში. ბატონი გიულენი ერდოღანის მოკავშირე იყო, დაახლოებით 2 წლის წინ, მათ შორის განხეთქილების შედეგად მედია ჯგუფი პრო-სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკიდან გადაერთო ანტი-სამთავრობო სარედქციო პოლიტიკაზე.
ეს დარბევა ერდოღანის უფრო უკანასკნელი ავტორიტარული ნაბიჯთაგანია, რომელთა შორის იყო კრიტიკოსების დაპატიმრება, სამხედროს ავლით ქურთ სეპარატისტებთან ომის გამწვავება. ახლა კი ის აკონტროლებს მედია საშუალებებს და თურქეთი ერთ-ერთი იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაკავებული. მისი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა თავისუფალი პრესის დევნას, მისი მთავრობის პროკურორებმა ბოლო 18 თვის განმავლობაში ერდოღანის შეურაცხყოფისთვის თურქი მოქალაქეების წინააღმდეგ 2000 საქმე აღძრეს, რაც დანაშაულია.
თურქეთი ადგა იმ გზას, რომ ის უნდა ყოფილიყო მუსულმანური დემოკრატიის მოდელი, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერდოღანს ოდესმე სჯეროდა დემოკრატიული პრინციპების. ის ფაქტი, რომ მას მიჰყავს ქვეყანა უფრო სხვა რაკურსით, ბადებს სერიოზულ კითხვებს იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არ თურქეთი NAთO-ს სანდო წევრ ქვეყნად ყოფნას, მოგეხსენებათ რომ ალიანსი ეფუძნება საერთო ღირებულებებს.
შემაშფოთებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა არ გამოეხმაურა და მორჩილად გამოხატეს რეაქცია თავისუფალი პრესის გათელვის მიმართ. ობამას ადმინისტრაცია ამბობს, რომ ძამან-ის წინააღმდეგ ქმედებები შემაშფოთებელია, ხოლო ევროკავშირმა განაცხადა, რომ “თურქეთმა პატივი უნდა სცეს და ხელი შეუწყოს დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის მედია თავისუფლებას”.
ისინი შეიძლება ჩუმდებოდნენ და არ აკრიტიკებდნენ, ვინაიდან იმედოვნებენ, რომ თურქეთი ამ ლტოლვილთა კრიზისს – გადინებას ევროპაში დაეხმარება, ორშაბათს ბატონ ერდოღანმა მათ შესთავაზა ძალზედ რთული პოზიცია, სადაც წარუდგინა თანამშრომლობის ახალი მოთხოვნები, მათ შორის დახმარება მილიარდზე მეტი და ევროკავშირში თურქეთის ადრეული გაწევრიანება.
ეს არ არის მოკავშირის მიდგომა, და ერდოღანის ავტორიტარიზმისაკენ სვლა არ გააძლიერებს თურქეთს NATO-სა და ევროკავშირში.