გაზეთ ″ზამანის″ მმართველობის ჩაბარებასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გი მუნმა განცხადება გააკეთა და თურქეთს ადამიანის უფლებათა მოვალეობებთან მიმართებაში იმ დოკუმენტის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდა რომელზეც თვითონაც ხელი აქვს მოწერილი.
გენერალურმა მდივანმა განცხადებაში, ″თურქეთის ოფიციალურ პირებს, თურქეთის ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესაბამისად აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და მომიტინგეების მიმართ პატივისცემისკენ მოვუწოდებ.″-განაცხადა მან.
ბან გი მუნის მიერ გაკეთებულ განცხადებაში სადაც პირდაპირ თურქეთის ხელისუფლებას მიმართავს აღნიშნულია, რომ ″დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის განვითარება იმაზეა დმოკიდებული თუ იდეების და აზრის გამოხატვა რამდენად მშვიდ გარემოშია შესაძლებელი თუნდაც ეს კრიტიკული იყოს.″
გენერალური მდვინის ბან გი მუნის განცხადებამდე ორი საათით ადრე კი სპიკერის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა, ″ჟურნალისტების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მათზე განხორციელებული ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგი ვართ. პრესის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ.″
პარასკევ დღეს პოლიციის მიერ გაზეთ ″ზამანის″ დარბევის შემდეგ გაერომ, ″ჩვენ როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მედიისთვის თავისი მოვალეობის შესრულების შეზღუდვის გამო ძალიან შეშფოთებულები ვართ.″-ნათქვამია განცხადებაში.