ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა

0
1169

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გუშინ საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გახდა დანაღმული ავტომანქანა, რომელიც ორ ავტობუსს შორის მდებარეობდა.
ანკარაში აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან, ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის სიახლოვეს მოხდა. ტერაქტის ადგილი ქვეყნის პრემიერ მინისტრის ოფისიდან 200 მეტრის დაშორებითაა.