გიორგი კვირიკაშვილი თურქ ხალხს უსამძიმრებს

0
875

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანკარაში მომხდარი აფეთქების და მსხვერპლის გამო თურქ ხალხს უსამძიმრებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას. მინდა იცოდეთ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა“,-ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here