გიორგი მარგველაშვილი: შოკირებული ვარ ანკარაში მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტით

0
782

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანკარაში მომხდარი აფეთქების გამო, თურქ ხალხს უსამძიმრებს.

„შოკირებული ვარ ანკარაში მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტით, რომელმაც იმსხვერპლა უდანაშაულო ხალხი და მრავალი დაშავდა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, გვერდში უდგას და თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ თურქ ხალხს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრების მწუხარებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here