დიმიტრი ქუმსიშვილი ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

0
886

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრს არზიბეკ კოჟოშევს შეხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო-ყირგიზეთის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე.
ქუმსიშვილის განცხადებით, ყირგიზეთი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა, რომელთანაც ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტადაა გასაღრმავებელი.
„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ყირგიზეთი დაინტერესებულია, გაეცნოს და გაიზიაროს ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა. მათ შორის, დასახელდა თავისუფალი ინდუსტრიული და თავისუფალი ტურისტული ზონები, საბაჟო რეფორმა, მეწარმოების ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამები და სხვ“, – აცხადებენ უწყებაში.
უახლოესი ორი დღის განმავლობაში, თბილისში საქართველო-ყირგიზეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იქნება განხილული.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here