ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისი დაამტკიცა

0
885

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისი დაამტკიცა.
როგორც ჟურნალისტებს აღმასკომის ერთ-ერთმა წევრმა რომან ფიფიამ განუცხდა, ვლადიმერ ვაისი დათანხმდა კონტრაქტის ბონუსის სისტემით გაფორმებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი დასახული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ფიქსირებულთან ერთად, ბონუსით განსაზღვრულ ანაზღაურებას მიიღებს. მისივე ინფორმაციით, ვლადიმირ ვაისის ანაზღაურება უფრო მცირე იქნება, ვიდრე ყოფილი მწვრთნელ კახა ცხადაძის.
ვლადიმირ ვაისსთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ვლადიმირ ვაისს ოფიციალურად 13:00 საათზე წარადგენს.

წყარო: ipn

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here