პრემიერმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატთან სამუშაო შეხვედრა გამართა

0
832

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატ კობა გვენეტაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის ძირითადი თემა ეროვნული ვალუტის კურსი და ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები იყო.
პრემიერ-მინისტრმა კობა გვენეტაძეს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტატეგია და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის საკითხები. ისაუბრეს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა. კანდიდატურა პრეზიდენტს უკვე წარედგინა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაესწრნენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here