საქართველოში რობი უილიამსი ჩამოვა

0
5985

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ადასტურებს, რომ ცნობილ მომღერალთან, რობი უილიამსთან საქართველოში კონცერტების გამართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ანალოგიური მოლაპარაკებები სხვა ვარსკვლავებთანაც მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისსა და ბათუმში კონცერტების გასამართად (ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად) აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტრო გააკეთებს განცხადებას“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე..

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კულტურის სამინისტროს ტურიზმის წახალისების მიზნით, რესურსები გამოეყოფა. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, აპრილიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კულტურული ღონისძიებები დაფინანსდება, მათ შორის, საქართველოში უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანა იგეგმება.

სავარაუდოდ, ასევე, ერთ-ერთი მუსიკოსი, რომელიც საქართველოს ეწვევა, მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ელტონ ჯონია. ​ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, პროექტის – „უმასპინძლე საქართველოში“ პრეზენტაციისას გახდა ცნობილი.