„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0
775

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„გამომდინარე მომხმარებლის ინტერესებიდან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მზადაა დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი გოგირდის აბანოების მფლობელებთან და შეათანხმოს მათი გადახდის გრაფიკი.

კომპანიის პოზიციის თანახმად, ტარიფი, რომლის გათვალისწინებითაც „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი“ გოგირდის აბანოებს გადასახადს არიცხავს, არ არის განსხვავებული, არამედ არის იგივე, რაც ერიცხება დედაქალაქის მასშტაბით ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტს, მათ შორის ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვა საბიუჯეტო თუ არასაბიუჯეტო ორგანიზაციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here