შსს-ს აკადემიაში ევროპელმა პროფესორებმა შეხვედრები გამართეს

0
857

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, გერმანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ხოაკიმ კერსტენმა და ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა მორის პანჩიმ საჯარო ლექცია თემაზე – “პოლიციის სისტემები და მიგრაციული კრიზისი ევროპაში” წაიკითხეს.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას შსს-ს აკადემიისა და ათამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, აგრეთვე, შსს-ს დანაყოფების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ლექციაზე პროფესორმა მორის პანჩიმ ყურადღება განსხვავებული მოდელის საპოლიციო სისტემებზე გაამახვილა. პროფესორი ხოაკიმ კერსტენი მსმენელებს, გერმანიის მაგალითზე, მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე, ჯანდაცვის, განათლების, კულტურული ტრადიციებისა და გენდერული თავისებურებების საკითხებზე ესაუბრა.

უცხოელმა პროფესორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამუშაო შეხვედრაც გამართეს, თემაზე – “პოლიციის სისტემები და ანგარიშვალდებულება”.

მათ შეხვედრის მონაწილეებს საპოლიციო სისტემებთან დაკავშირებით თავიანთი სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სამუშაო შეხვედრაში შსს-ს აკადემიის, შსს-ს მიგრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული დეპარტამენტების, ასევე, შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here